ბრიტანული ტაბლოიდის, Daily Mail-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურად აკვირდება "ევერტონის" ახალგაზრდა მცველს.
საუბარია 18 წლის ჯარარდ ბრანთუეიტზე, რომელიც ლივერპულელთა აკადემიის ერთ-ერთიგამორჩეული წევრია.
ამ სეზონში, ჯარარდმა პრემიერ ლიგის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი ის იჯარით "ბლექბერნ როვერსში" გაუშვეს.
ჩემპიონშიპში ის შესანიშნავად გამოიყურება, რის გამოც უამრავი გუნდის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის "იუნაიტედისაც".