ითამაშებენ თუ არა შორეტაირი და დიალო "სოსიედადთან" - ოლეს კომენტარი

ითამაშებენ თუ არა შორეტაირი და დიალო "სოსიედადთან" - ოლეს კომენტარი

ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში ამად დიალოს დებიუტი შედგა.

რამდენმე დღეში, "ეშმაკებმა" პრემიერ ლიგაში "ნიუკასლთან" იასპარეზეს, სადაც ამჯერად სადებიუტო მატჩი შოლა შორეტაირმა გამართა. 

ახალგაზრდებმა შანსი მიიღეს, ოლეს კი გუშინდელი მატჩის შემდეგ ჰკითხეს, იქნებოდნენ თუ არა ისინი "სოსიედადთან" განმეორებით მატჩში სასტარტო თერთმეტეულში.

"არა, არც ამადი და არც შოლა ძირითადში არ იქნებიან. არ ვიცი მათთვის ეს რამდენად მისაღებია, თუმცა ისინი განაცხადში მოხვდებიან", - განაცხადა ნორვეგიელმა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი "იუნაიტედმა" 0-4 მოიგო და პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილია.

2 დღის წინ
199 / 0
George
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ MANCHESTER.GE-ის?

დადებითად
უარყოფითად
ჯერ მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 13
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ფილ ჯონსი, პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ