"ნიუკასლთან" გამარჯვების შემდეგ, პოლ სქოულზმა BT Sport-თან ისაუბრა, მან დავიდ დე ხეას ფორმას გაუსვა ხაზი.
"გუნდი ვერ ახერხებს კარის მშრალად შენახვას, რაც ამ დროისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა. დავიდი ისევ ცუდად გამოიყურება, ის გუნდის პრობლემად იქცა.
მეტოქემ რამდენიმე მოკლე კუთხური მოაწოდა, სად არის ამ დროს დავიდი ? რატომ არ იჭერს ის ბურთს ? დე ხეა უბრალოდ მუშტებით იგერიებს ჩაწოდებას.
გოლის დროს, მათ მეტოქეს მარტივი ჩაწოდების საშუალება მისცეს, მაგუაიერმა ბურთი ცუდად მოიგერია, რისკს უბრალოდ კუთხურზე გადაგდება სჯობდა.
საბოლოოდ, მაქსიმინმა ბურთი მიიღო, დაარტყა და გაიტანა. ვფიქრობ, რომ მეკარეს ეს ბურთი უნდა აეღო", - განაცხადა სქოულზმა.