"ეს ჩვენს დნმშია" - როგორ მიულოცა რეშფორდმა შორთაირს დებიუტი

"ეს ჩვენს დნმშია" - როგორ მიულოცა რეშფორდმა შორთაირს დებიუტი

მოგეხსენებათ, რომ გუშინ, "ნიუკასლთან" მატჩში შედგა შოლა შორთაირის დებიუტი, რითაც ის გახდა "წითელი ეშმაკების" ისტორიაში მეშვიდე ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი.

შოლას დებიუტი მიულოცა "მანჩესტერის" ვარსკვლავმა, მარკუს რეშფორდმა, რომელმაც ახალგაზრდა მოთამაშის მიმართ დადებითი სიტყვები არ დაიშურა.

"ეს ჩვენს დნმშია. ეს ის არის, რაც მანჩესტერში ხდება. მნიშვნელოვანია, რომ აკადემიიდან კარგი მოთამაშეები მოდიან.

შოლა ჩვენთან ცოტა ხანია ვარჯიშობს და მან საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. დებიუტი ამ წარმატების შემდეგი ნაბიჯი იყო.

გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე ჩვენ რამდენიმე ფეხბურთელი იჯარით გავუშვით, რამაც მას მთავარ გუნდამდე გზა დაუმოკლა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს 6 წუთი მას მუდამ ემახსოვრება" - განაცხადა რეშფორდმა.

2 დღის წინ
134 / 0
Luka
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ MANCHESTER.GE-ის?

დადებითად
უარყოფითად
ჯერ მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 13
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ფილ ჯონსი, პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ