გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, Sky Sports-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ერთ-ერთ სამიზნესთან მოლაპარაკებები დაიწყო.
საუბარია "ფიორენტინას" 23 წლის ცენტრალურ მცველზე, ნიკოლა მილენკოვიჩზე, რომლის შეძენა "ლივერპულს" და "დორტმუნდსაც" სურთ.
მილენკოვიჩმა წლევანდელ სეზონში 23 მატჩი გამართა, მის ანგარიშზე 2 გატანილი გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
ამჟამად, Transfermarkt-ზე სერბი მცველი 28 მილიონ ევროდ არის შეფასებული, თუმცა "იები" მის სანაცვლოდ მინიმუმ 35 მილიონ ელიან.