დინ ჰენდერსონმა წასვლის სურვილი გამოთქვა - ინგლისელი უკმაყოფილოა

დინ ჰენდერსონმა წასვლის სურვილი გამოთქვა - ინგლისელი უკმაყოფილოა

MEN-ის ინფორმაციით, დინ ჰენდერსონი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას შეეცდება.

ინგლისელი მეკარე სათამაშო დროით უკმაყოფილოა, ის იშვიათად თუ ხვდება შემადგენლობაში, მიუხედავად დავიდ დე ხეას არასტაბილურობისა.

წლევანდელ სეზონში, ჰენდერსონმა პრემიერ ლიგაში მხოლოდ 3 მატჩი გამართა, ამდენივეჯერ ვიხილეთ ის ასოციაციის თასზე. ევროპა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე კი თითოჯერ იყო შემადგენლობაში.

გასულ სეზონში, ჰენდერსონი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო, წელს კი სათამაშო დროსაც ვერ იღებს, რის გამოც მას ახალ გუნდში სურს გადაბარგება.

1 დღის წინ
161 / 0
George
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ MANCHESTER.GE-ის?

დადებითად
უარყოფითად
ჯერ მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 13
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ფილ ჯონსი, პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ