პოზიცია, შედეგები და სხვა - ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი 23-წლამდელთა გუნდზე

პოზიცია, შედეგები და სხვა - ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი 23-წლამდელთა გუნდზე

გუნდის აკადემიას დიდი მნიშვნელობა აქვს, "მანჩესტერ იუნაიტედს" უამრავი ტალანტი გაუზრდია და სავარაუდოა, რომ კიდევ ბევრს აღზრდის.

ახლა კი დროა, რომ "იუნაიტედის" 23-წლამდელთა გუნდს უკეთ გავეცნოთ, Tribuna-მ რამდენიმე საინტერესო ფაქტი შემოგვთავაზა.

  • მწვრთნელი - გუნდს 2019 წლის შემდეგ ნილ ვუდი წვრთნის, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია და სწორედ "მანჩესტერის" აკადემიის აღზრდილია.
  • პოზიცია ლიგაში - პრემიერ ლიგა 2-ის ცხრილში, ახალგაზრდა "მანჩესტერელები" მე-5 ადგილს იკავებენ. 16 მატჩის შემდეგ, მათ ანგარიშზე 7 გამარჯვება, 3 ფრე და 6 მარცხია.
  • ბომბარდირები - გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ჯო ჰუგილია, რომელმაც 10 გოლს მოუყარა თავი. შოლა შორეტაირმა, არნაუ პუიმალმა და ენტონი ელანგამ 6-6 გოლი შეაგდეს, ჰანიბალ მეჯრის ანგარიშზე კი 3 გოლია.
  • გამორჩეული მატჩები - ჯო ჰუგილმა "ლივერპულს" პოკერი შეუსრულა, ამად დიალომ "ბლექბერნთან" ასისტების ჰეთ-თრიქი გაიფორმა და გოლიც გაიტანა, ფაკუნდო პელისტრიმ კი მანჩესტერულ დერბიში გამოიჩინა თავი.
  • ბონუს ფაქტები - გუნდის აკადემიაში თამაშობს ფილ ნევილის შვილი, ჰარი ნევილი. ახალგაზრდებს ხშირად ეხმარება პატრის ევრაც. ამად დიალოს, შოლა შორეტაირს და ჰანიბალ მეჯბრის ერთმანეთთან განსაკუთრებული კავშირი აქვთ.
1 თვის წინ
143 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 130
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ფილ ჯონსი, ენტონი მარსიალი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ