მარსიალი სულშერს არ უსმენს - რას უყვიროდა მას ნორვეგიელი მწვრთნელი

მარსიალი სულშერს არ უსმენს - რას უყვიროდა მას ნორვეგიელი მწვრთნელი

Manchester Evening News-ის თქმით, "ნიუკასლთან" მატჩში ოლე გუნარ სულშერი ენტონი მარსიალს ინსტრუქციებს აძლევდა, თუმცა ფრანგს რეაგირება არ ჰქონდა.

ერთ-ერთ ეპიზოდში, მარსიალი მოედნის ცენტრალურ ზონაში "გაყინული" იდგა და არ მოძრაობდა, სულშერმა კი მას მეტი მოძრაობისკენ რამდენიმეჯერ მოუწოდა.

მიუხედავად ამისა, მარსიალმა სირბილით თავი არ შეიწუხა და საბოლოოდ, დანიელ ჯეიმსი შეტევაში მარტო გაუშვა, რის გამოც კარგი ეპიზოდი გაანიავა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, რადგან მსგავსი რამ გასულ წელს, "ტოტენჰემთანაც" მოხდა, როდესაც მარსიალმა სულშერის მითითება არ გაითვალისწინა და საჯარიმოში არ შევიდა.

1 თვის წინ
293 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 130
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ფილ ჯონსი, ენტონი მარსიალი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ