ბრუნო ფერნანდეში ისევ აგრძელებს გოლების გატანას, ამჯერად მან "ნიუკასლის" კარში ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი.
2020 წლის თებერვლის, ანუ პორტუგალიელის დებიუტის შემდეგ, მან 23 გოლი გაიტანა, რაც პრემიერ ლიგის საუკეთესო შედეგია.
მეორე პოზიციას ფილ ფოდენი, ილქაი გიუნდოგანი და ტომას სოუჩეკი იყოფენ, 11-11 გოლით. ბრუნომ უახლოეს მდევრებს 22 გოლით აჯობა.
გოლებთან ერთად, ბრუნო საგოლე გადაცემებზეც არ ამბობს უარს და მის მონაგარში უკვე 17 ასისტია.