გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დინ ჰენდერსონი სათამაშო დროით უკმაყოფილოა და მას გუნდის დატოვება სურს.
როგორც მოსალოდნელი იყო, ინგლისელი კიპერი რამდენიმე ტოპ გუნდის სამიზნეში მოხვდა, მათ შორის "ტოტენჰემი" და "დორტმუნდი" არიან.
Sky Sports-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორივე გუნდი შეეცდება ჰენდერსონის დამატებას.
ჯერჯერობით უცნობია, რა თანხას მოითხოვს "იუნაიტედი" 23 წლის მეკარის სანაცვლოდ. მოსალოდნელია, რომ ინგლისელს კიდევ უამრავი მსურველი გამოუჩნდება.