კუნდე, ვარანი, მინგსი თუ სხვა - ახალი ამბები ცენტრალურ მცველებზე

კუნდე, ვარანი, მინგსი თუ სხვა - ახალი ამბები ცენტრალურ მცველებზე

ახალი ამბავი არ არის, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი მთავარი მისია ცენტრალური მცველის შეძენა იქნება.

უკვე გამოკვეთილია რამდენიმე კანდიდატი, რომელთა შორისაც "წითელი ეშმაკები" არჩევანს გააკეთებენ და შეეცდებიან დაცვის გაძლიერებას.

The Athletic-ის ცნობით, ამჟამად "იუნაიტედის" სიაში რაფაელ ვარანი, ჟულე კუნდე, იბრაჰიმა კონატე, ტაირონ მინგსი და ნიკოლა მილენკოვიჩი არიან.

მადრიდელები ვარანის დათმობას არ გეგმავენ და ყველაფერს გააკეთებენ, რათა ის შეინარჩუნონ, თუმცა ფრანგს 2022 წელს ხელშეკრულება ეწურება. 

კუნდეს სანაცვლოდ "სევილია" სერიოზულ შეთავაზებას ელის და მხოლოდ იმ შემთხვევაში დათმობს, თუ ძალიან დიდ თანხას მიიღებს.

ნიკოლა მილენკოვიჩი შედარებით იაფი კანდიდატურაა, რომელიც "იუნაიტედისთვის" სათადარიგო კანდიდატურაა.

ტაირონ მინგსი ერთ-ერთი მოწინავე მოთამაშეა სიაში, "ასტონ ვილასთან" მოლაპარაკებები 2020 წლის შემდეგ მიმდინარეობს.

რაც შეეხება კონატეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაიო უპამეკანოს დაკარგვის შემდეგ, "ლაიფციგი" კიდევ ერთ ცენტრალურ მცველს დათმობს.

1 თვის წინ
169 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 130
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ფილ ჯონსი, ენტონი მარსიალი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ