პოგბას მთავარი მოთხოვნა - რა შემთხვევაში გააფორმებს პოლი ახალ კონტრაქტს

პოგბას მთავარი მოთხოვნა - რა შემთხვევაში გააფორმებს პოლი ახალ კონტრაქტს

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლ პოგბა მზად არის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი გააფორმოს.

მსოფლიო ჩემპიონს ნისლიან ალბიონზე თამაში მოსწონს და როგორც ჩანს, გუნდის დატოვებას არ გეგმავს.

რა თქმა უნდა, პოგბას მოთხოვნებიც აქვს და თუ "იუნაიტედი" მას სურვილებს დაუკმაყოფილებს, შეთანხმებაც შედგება.

L'Equipe-ს ინფორმაციით, პოლს სურს, რომ პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს, მისი ერთადერთი მოთხოვნა სწორედ ეს არის.

ამ დროისთვის, ყველაზე დიდ ანაზღაურებას კევინ და ბრუინი და კრიშტიანუ რონალდუ იღებენ - კვირაში 385,000 ფუნტი.

ჯერჯერობით, უცნობია, გეგმავს თუ არა "იუნაიტედი" პოგბასთვის ამაზე დიდი ხელფასის გადახდას.

2 კვირის წინ
482 / 0
George