გასული ზაფხულის შემდეგ, დეკლან რაისის სახელს "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ, გუნდი აქტიურად ცდილობს ინგლისელის დამატებას.
talkSPORT-ის თქმით, "ვესტ ჰემი" დეკლანის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონ ფუნტს ელის. "ჩაქუჩები" არ გეგმავენ, რომ გუნდის ლიდერს უფრო იაფად შეელიონ.
"იუნაიტედის" და "ლივერპულის" ინტერესი დაადასტურა კიდევ ერთმა გავლენიანმა გამოცემამ, ESPN-მა.
მიუხედავად ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "წითელი ეშმაკები" რაისის სანაცვლოდ 100 მილიონს გაიღებენ.