"იუნაიტედი" მენდეშთან კიდევ ერთ ვარსკვლავურ ტრანსფერს აგვარებს - MD

"იუნაიტედი" მენდეშთან კიდევ ერთ ვარსკვლავურ ტრანსფერს აგვარებს - MD

"მანჩესტერ იუნაიტედმა" კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნების შემდეგ, ჟორჟე მენდეშს მეორე ტოპ ტრანსფერი შეუკვეთა, გვამცნობს ესპანური გამოცემა Mundo Deportivo.

წყაროს ცნობით, "იუნაიტედმა" პორტუგალიელ აგენტთან ანსუ ფატის შესაძლო ტრანსფერის შესახებ დაიწყო მოლაპარაკებები.

ინგლისურ გუნდს 18 წლის შემტევის გადაბირება უკვე დიდი ხანია სურს და მეტიც, "ეშმაკებმა" 2020 წლის ზაფხულში შეთავაზებაც კი გააკეთეს.

სურვილის მიუხედავად, "ბარსელონა" ანსუს ხელშეუხებელ ფეხბურთელად განიხილავს და გუნდი მის გაყიდვაზე არც კი ფიქრობს. მეტიც, ფატიმ მესის 10-ნომრიანი მაისური გადაიბარა.

თუმცა, თუ "ბლაუგრანაში" შექმნილ ვითარებას და ანსუს კონტრაქტის სიტუაციას გავითვალისწინებთ, მაშინ ტრანსფერი საკმაოდ რეალური ხდება.

2 კვირის წინ
446 / 0
George