სულშერმა "იუნაიტედს" სურვილი გაანდო - ვინ არის ოლეს საოცნებო შენაძენი

სულშერმა "იუნაიტედს" სურვილი გაანდო - ვინ არის ოლეს საოცნებო შენაძენი

2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა უკვე დიდი ხანია დაიხურა, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედი" სამიზნეების შერჩევას განაგრძობს.

Daily Express-ის ინფორმაციით, ოლე გუნარ სულშერმა კლუბს მორიგი ტრანსფერი შეუკვეთა შემდეგი ზაფხულისთვის.

ნორვეგიელ სპეციალისტს ცენტრალური ნახევარდაცვის გაძლიერება სურს, მისთვის სასურველი მოთამაშე კი ინგლისელი დეკლან რაისია.

"ვესტ ჰემის" საყრდენი უკვე დიდი ხანია პრემიერ ლიგაში წარმატებით ასპარეზობს, თუმცა "ჩაქუჩები" მას ძალიან ძვირად აფასებენ.

სავარაუდოა, რომ შემდეგ ზაფხულს დეკლანის ფასი ნაკლები იქნება და "იუნაიტედის" შანსებიც ბევრად გაიზრდება.

2 კვირის წინ
524 / 0
George