წმენდა "მანჩესტერში" - სულშერი 7 ფეხბურთელის გასაშვებად მზად არის

წმენდა "მანჩესტერში" - სულშერი 7 ფეხბურთელის გასაშვებად მზად არის

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე რამდენიმე თვე დარჩა, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედმა" უკვე ჩამოაყალიბა "შავი სია".

ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" წმენდის დაწყებას გეგმავენ და რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებასაც დათანხმდებიან.

დიოგო დალო, ფილ ჯონსი, ერიკ ბაილი, დონი ვან დე ბეეკი, ენტონი მარსიალი, ალექს ტელეში და ჯესი ლინგარდი - ამ მოთამაშეებმა, შესაძლოა, "იუნაიტედი" ზამთარში დატოვონ.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ გუნდს ტელეში და დალო დატოვებენ, რადგან ისინი გუნდს სიღრმისთვის სჭირდება, სხვა მოთამაშეების წასვლის ალბათობა კი მაღალია.

კლუბი ლინგარდის გაყიდვას მაქსიმალურად შეეცდება, თუ ის ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, რადგან სეზონის ბოლოს, ინგლისელი თავისუფალი აგენტი ხდება.

ჯონსის, ბაილის, ვან დე ბეეკის და მარსიალის წასვლა კი შესაძლებელთან ერთად, საკმაოდ ლოგიკურიც არის.

2 კვირის წინ
424 / 0
George