რონალდუმ "იუნაიტედს" ყოფილი თანაგუნდელის ტრანსფერი შეუკვეთა - CM

რონალდუმ "იუნაიტედს" ყოფილი თანაგუნდელის ტრანსფერი შეუკვეთა - CM

იტალიური გამოცემა Calciomercato ირწმუნება, რომ კრიშტიანუ რონალდუმ "მანჩესტერ იუნაიტედს" ყოფილი თანაგუნდელის ტრანსფერი მოსთხოვა.

წყაროს თქმით, პორტუგალიელს სურს, რომ ნისლიან ალბიონზე "იუვენტუსის" ვარსკვლავი, ფედერიკო კიეზა იხილოს.

ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი ბრწყინვალე ფორმაშია და ბევრი გრანდის ყურადღებაც მიიპყრო, თუმცა ტურინელები მას 100 მილიონ ევროდ აფასებენ.

ამ დროისთვის, კიეზა "იუვენტუსში" იჯარით ირიცხება, თუმცა სეზონის ბოლოს გუნდს სავალდებულო 50-მილიონიანი გამოსყიდვის პუნქტი ექნება.

იტალიურ გუნდში კიეზა და რონალდუ კარგი თანაგუნდელები იყვნენ, შესაბამისად კრიშტიანუს ფედეს ინგლისში გადაბირებაც სურს.

2 კვირის წინ
655 / 0
George