ვარანმა, პოგბამ და მარსიალმა მოიგეს - დე ხეა ვერცხლის მედალს დასჯერდა

ვარანმა, პოგბამ და მარსიალმა მოიგეს - დე ხეა ვერცხლის მედალს დასჯერდა

გუშინ, ჯუზეპე მეაცაზე ერთა ლიგის ფინალურ მატჩში ერთმანეთს ესპანეთი და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ.

რაფაელ ვარანი და პოლ პოგბა საფრანგეთის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ენტონი მარსიალი კი სათადარიგო სკამზე დარჩა.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების განაცხადში იყო დავიდ დე ხეა, რომელიც ისევ სათადარიგო სკამზე დარჩა, ძირითადში კი კვლავაც უნაი სიმონი მოგვევლინა.

მოედანი ნაადრევად დატოვა რაფა ვარანმა. ცენტრალურმა მცველმა დაზიანება მიიღო და 43-ე წუთზე ის დაიო უპამეკანომ შეცვალა.

ანგარიში 64-ე წუთზე "ფურია როხას" შემტევმა, მიკელ ოიარსაბალმა გახსნა, თუმცა ქარიმ ბენზემას და კილიან მბაპეს გოლების წყალობით, გამარჯვება ფრანგებს დარჩათ.

საბოლოოდ, "იუნაიტედის" ტრიომ გამარჯვება იზეიმა და მათ ოქროს მედლებიც მიიღეს, დე ხეა კი ვერცხლს დასჯერდა.

7 თვის წინ
471 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს "იუნაიტედმა" პირველ რიგში

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
მეკარე
სულ პასუხები: 46
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ლუკ შო, პოლ პოგბა, ჯეიდონ სანჩო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ