მეჯბრის ტრავმა, რეშფორდი და სხვა - სულშერის პრესკონფერენცია "სოსიედადთან" მატჩის წინ

მეჯბრის ტრავმა, რეშფორდი და სხვა - სულშერის პრესკონფერენცია "სოსიედადთან" მატჩის წინ

მოგეხსენებათ, რომ ხვალ, ჩვენი დროით 23:55 საათზე "მანჩესტერ იუნაიტედი" "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ ევროპა ლიგის 1/16 ფინალის მეორე შეხვედრას გამართავს.

მატჩის წინა დღეს მედიასთან ისაუბრა "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სულშერმა, რომელმაც მრავალ საინტერესო თემაზე გაამახვილა ყურადღება.

"ამად დიალო და შოლა შორეტაირი მატჩში მონაწილეობას მიიღებენ. არ ვიტყვი, დაიწყებენ თუ არა ისინი ძირითადში.

რეშფორდს მოედანზეც და მოედნის მიღმაც საოცარი გავლენა აქვს. მარკუსი ყოველდღე გვაჩვენებს, თუ როგორ შეუძლია მანჩესტერს ტალანტის გაზრდა - ისეთების, როგორებიც არიან რუნი და რონალდო.

მწვრთნელების იზოლაციაში ყოფნისას ვირუსზე ბევრი ტესტი ავიღეთ, თუმცა ყველა მოთამაშის პასუხი ნეგატიური აღმოჩნდა.

მიკვირს, თუ რატომ არავინაა დაინტერესებული ხუან მატას გადაბირებით პირველ რიგში, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ხოლო მეორე რიგში, საოცარი ადამიანი.

შენ ცდილობ, რომ დაეხმარო ახალგაზრდებს. მწვრთნელის მოვალეობაც ესაა - ფეხბურთელების განვითარებაში წვლილის შეტანა.

სამწუხაროდ, ჰანიბალ მეჯბრი ტრავმირებულია და ის დაახლოებით 1 თვეს გამოტოვებს.

დანიელ ჯეიმსისნაირი ფეხბურთელის გაწვრთნა დიდი პრივილეგიაა. ის მუდმივად დამშეულია და მზადაა ყველაფერი ისწავლოს" - განაცხადა სულშერმა.

1 თვის წინ
260 / 0
Luka
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 130
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ფილ ჯონსი, ენტონი მარსიალი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ