ოლე გუნარ სულშერს არც კრიტიკოსები და არც მადიდებლები არ აკლია, ნორვეგიელი მწვრთნელის შესახებ მუდამ ბევრს საუბრობენ.
ოლე აგრძელებს მუშაობას და "იუნაიტედის" შენებას, ბოლო 12 თვეში კი მას ერთი განსაკუთრებული მიღწევა მოუგროვდა.
უკანასკნელი 1 წლის მანძილზე, სულშერმა პრემიერ ლიგის ეგიდით მხოლოდ 4 მატჩი დათმო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
არც ერთ სხვა მწვრთნელს, ევროპის ტოპ 5 ლიგაში, არ წაუგია 4 ან უფრო ნაკლები მატჩი.