"იუნაიტედის" საშინელი სერია - გუნდი ანტირეკორდისკენ მიიწევს

"იუნაიტედის" საშინელი სერია - გუნდი ანტირეკორდისკენ მიიწევს

სანაკრებო პაუზაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" არც თუ ისე კარგი შედეგებით გავიდა, გუნდმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ ორი მატჩი ვერ მოიგო.

"ეშმაკებმა" ჯერ "ასტონ ვილასთან" წააგეს, შემდეგ კი "ევერტონთან" ფრე ითამაშეს და 2 მატჩში 1 ქულას დასჯერდნენ.

აღსანიშნავია, რომ ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ოლდ ტრაფორდზე ზედიზედ მე-9 მატჩში გაუშვა გოლი, რაც ძალიან ცუდი შედეგია.

ბოლოს, "იუნაიტედს" ამაზე გრძელი სერია ინგლისის უმაღლეს ლიგაში 1971 წელს ჰქონდა, რაც ანტირეკორდია.

"მანჩესტერს" შემდეგი საშინაო მატჩი 24 ოქტომბერს, "ლივერპულის" წინააღმდეგ ელის.

1 კვირის წინ
182 / 0
George