ნევილი: "ვარანისა და რონალდუს ტრანსფერებმა სანჩოს მოსვლა გადაფარა"

ნევილი: "ვარანისა და რონალდუს ტრანსფერებმა სანჩოს მოსვლა გადაფარა"

SkySports-თან ინტერვიუში გარი ნევილმა ჯეიდონ სანჩოს შესახებ ისაუბრა.

"ჯეიდონ სანჩოსთვის სეზონის სტარტი რთული აღმოჩნდა, ვფიქრობ, რომ მანჩესტერის გულშემატკივრები ჯერ კიდევ მისი გაცნობის პროცესში არიან, თავისმხრივ სანჩოც ახლა იცნობს მანჩესტერს.

მისი ტრანსფერი 70 მილიონი დაჯდა, მაგრამ რაფაელ ვარანის და კრიშტიანო რონალდუს ტრანსფერებმა მისი მოსვლა გადაფარა.

ის თავიდან ნამდვილად არ ჩანდა და ამის გამო გაღიზიანებულიც იქნებოდა, მაგრამ მან ევერტონთან კარგი შეხვედრა ჩაატარა. ვფიქრობ, რომ სანაკრებო პაუზა მას თავდაჯერებულობას შემატებს და გუნდში უფრო ბედნიერი დაბრუნდება."- განაცხადა ნევილმა.

1 კვირის წინ
65 / 0
Giorgi