"მანჩესტერის" სატრანსფერო რადარზე სერია ა-ს ტოპ კლასის ნახევარმცველი გამოჩნდა

"მანჩესტერის" სატრანსფერო რადარზე სერია ა-ს ტოპ კლასის ნახევარმცველი გამოჩნდა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ პრობლემას ნახევარდაცვის საყრდენი ზონა წარმოადგენს.

როგორც MEN იუწყება, "მილანის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი კესიე "მანჩესტერის" რადარზე მოხვდა. მილანის საყრდენ ნახევარმცველს კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება.

ფრედი, ნემანია მატიჩი, სკოტ მაკტომინეი და დონი ვან დე ბეეკი ვერ შეასრულებენ იმ ფუნქციებს სათანადოდ, რომელიც მანჩესტერს სჭირდება.

კესიეს გასული სეზონი შესანიშნავი გამოუვიდა და "მილანის" რიგებში 14 გოლის გატანა მოახერხა, რაც საყრდენი ნახევარმველისთვის შესანიშნავი სტატისტიკაა.

1 კვირის წინ
96 / 0
Giorgi