ფერნანდეში: "მარტივი გოლები არ არსებობს"

ფერნანდეში: "მარტივი გოლები არ არსებობს"

ლუქსემბურგთან შესანიშნავი გამარჯვების შემდეგ ბრუნო ფერნანდეშმა TNT Sports-თან ჩაწერა ინტერვიუ.

"რონალდუ ყოველთვის მოწყურებულია გოლების გატანას და ეს დღესაც დაამტკიცა. მან ერთხელ თქვა, მე ის არ ვარ ვინც რეკორდებს მისდევს, რეკორდები მომდევენ მე.

რაც გინდათ თქვით, მარტივი გოლები არ არსებობს. შენ იქ უნდა იყო და იგრძნო მომენტი, რონალდუ სწორედ ამას ახერხებს, ის სწორ ადგილასაა და გოლები გააქვს."- განაცხადა ფერნანდეშმა.

ფერნანდეშმა და კრიშტიანო რონალდუმ პორტუგალიის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ისინი ახლა ინგლისში დაბრუნდებიან და "მანჩესტერ იუნაიტედს" მომავალ მატჩებში დაეხმარებიან.

 

 

1 კვირის წინ
104 / 0
Giorgi