ფერგიუსონი: "მხოლოდ 10 წამი დამჭირდა ინგლისის შემოთავაზებაზე ფიქრისთვის"

ფერგიუსონი: "მხოლოდ 10 წამი დამჭირდა ინგლისის შემოთავაზებაზე ფიქრისთვის"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის თქმით, თავის დროზე მას ინგლისის ნაკრების გაწვრთნა შესთავაზეს.

რა თქმა უნდა, შოტლანდიელმა "სამი ლომის" მწვრთნელობაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ ამაზე ფიქრი არც დასჭირვებია.

"ერთხელ, მარტინ ედვარდსისგან დამიკავშირდნენ დაივიწყე, ეს არც მაინტერესებს. შემდეგ, ინგლისის ნაკრების მწვრთნელობა პირადადაც შემომთავაზეს.

დიდხანს ფიქრი არ დამჭირვებია, მხოლოდ 10 წამი. ინგლისის ნაკრებს არ ჩავიბარებდი, არასდროს. წარმოიდგინეთ, რას მიზამდნენ ამის გამო შოტლანდიაში", - განაცხადა ფერგიმ Sky Sports-თან.

1 კვირის წინ
194 / 0
George