"იუნაიტედმა" სოციალურ ქსელში ყველა დროის რეკორდი დაამყარა - D&F

"იუნაიტედმა" სოციალურ ქსელში ყველა დროის რეკორდი დაამყარა - D&F

ესპანური გამოცემა Deportes&Finanza გვამცნობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" გასულ თვეში სოციალური ქსელის რეკორდი დაამყარა.

2021 წლის სექტემბერში, "იუნაიტედის" ყველა სოციალურ ქსელში პოსტების გამოხმაურებამ 611 მილიონს მიაღწია (მოწონება, დაკომენტარება, გაზიარება).

"მანჩესტერის" სოციალური ქსელის გუნდმა ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა და თანაც, წინა რეკორდს ძალიან აჯობეს.

აქამდე, რეკორდს "ბარსელონა" ფლობდა. კატალონიურმა გუნდმა 1 თვის განმავლობაში 213 მილიონი გამოხმაურება დააფიქსირა, ანუ "წითელ ეშმაკებზე" 398 მილიონით ნაკლები.

რეკორდის მთავარი შემოქმედი კი კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც გუნდზე ყოველ მხრივ შესანიშნავი გავლენა მოახდინა.

1 კვირის წინ
187 / 0
George