სულშერმა გუნდთან შეათანხმა - ვინ იქნება მთავარი სამიზნე 2022 წელს

სულშერმა გუნდთან შეათანხმა - ვინ იქნება მთავარი სამიზნე 2022 წელს

2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ ოლე გუნარ სულშერი წინასწარ ზრუნავს გუნდის შესაძლო შენაძენების შერჩევაზე.

"მანჩესტერ იუნაიტედი" რამდენიმე პოზიციაზე გეგმავს ახალი ფეხბურთელის მოყვანას და გაძლიერებას, მთავარი სამიზნე კი უკვე გამოიკვეთა.

სანდო ინგლისური გამოცემა MEN-ის ინფორმაციით, სულშერი გუნდის წარმომადგენლებს შეუთანხმდა, რომ მთავარი სამიზნე ერლინგ ჰოლანდი უნდა იყოს.

ნორვეგიელ მწვრთნელს თანამემამულის ოლდ ტრაფორდზე გადაბირება სურს და ამისთვის ყველაფრის გაღებას აპირებს.

სათქმელია, რომ ერლინგის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი (ბონუსების გარეშე) იქნება, თუმცა მთავარი პრობლემა მისი ხელფასია.

როგორც ყოველთვის, მინო რაიოლას ისევ სერიოზული მოთხოვნები აქვს და ჰოლანდის მსურველს დიდი თანხის გაღება მოუწევს.

1 კვირის წინ
245 / 0
George