შესუსტებული შემადგენლობით - "იუნაიტედის" დანაკლისი მოახლოებული მატჩისთვის

შესუსტებული შემადგენლობით - "იუნაიტედის" დანაკლისი მოახლოებული მატჩისთვის

სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველ მატჩს 16 ოქტომბერს, "ლესტერის" წინააღმდეგ გამართავს.

ოლე გუნარ სულშერის გუნდი თბილისის დროით 18:00 საათზე, ქინგ ფაუერ სტედიუმზე "მელიებს" ესტუმრება.

"წითელი ეშმაკები" დიდი დანაკლისით არიან, სანაკრებო პაუზამ სულშერის არჩევანზე ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა.

ფრედი და ედინსონ კავანი "იუნაიტედს" სანაკრებო მატჩის გამო ვერ დაეხმარებიან. 15 ოქტომბერს, ურუგვაი და ბრაზილია ერთმანეთს ხვდებიან, ამიტომ ორივე მოთამაშის ყოფნა გამოირიცხა.

მათ გარდა, "მანჩესტერს" არ ეყოლება რაფაელ ვარანიც, რომელმაც დაზიანება ეროვნულ ნაკრებში მიიღო და რამდენიმე კვირას გამოტოვებს.

ვარანის ტრავმა კიდევ უფრო მძიმე გადასატანია, რადგან გუნდს არ ეყოლება ჰარი მაგუაიერიც. კაპიტანს კვლავაც დაზიანება აწუხებს და ვარჯიშის განახლებას ვერ ახერხებს.

სამაგიეროდ, სულშერს მარკუს რეშფორდი უბრუნდება, რომელიც სრულ მზადყოფნაშია და სათამაშოდ მზად არის.

1 კვირის წინ
250 / 0
George