პოგბას მინიშნება და უშუალო თხოვნა - პოლმა "იუნაიტედს" მოთამაშე ურჩია

პოგბას მინიშნება და უშუალო თხოვნა - პოლმა "იუნაიტედს" მოთამაშე ურჩია

პოლ პოგბა ინგლისში კარგი განწყობით ბრუნდება, რადგან მან საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის მოგება მოახერხა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ეროვნულ ნაკრები აურელიენ ჩუამენის შეუწყვილეს და როგორც ჩანს, პოგბა მასთან ერთად თამაშით ძალიან კმაყოფილია.

ჯერ იყო და პოლმა "მონაკოს" ახალგაზრდა ნახევარმცველი მედიასთან შეაქო, შემდეგ კი გუნდს მისი შეძენისკენაც მოუწოდა.

"მის გვერდით თამაში ძალიან სასიამოვნოა. მას აქვს ძალიან დიდი ენერგია, არის ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერი.

ვისურვებდი, რომ მის გვერდით კიდევ ბევრი თამაში ჩავატარო", - განაცხადა ფინალში გამარჯვების შემდეგ პოგბამ RTL-სთან.

კულუარული ინფორმაციით, პოგბამ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობას მისი ტრანსფერიც ურჩია და ჩუამენი სასურველ მეწყვილედ დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ 21 წლის მოთამაშის შეძენით "რეალი" და "ჩელსიც" ინტერესდებიან.

1 კვირის წინ
402 / 0
George