ინტერესი ესპანეთიდან და იტალიიდან - ლინგარდს ახალი მსურველები ჰყავს

ინტერესი ესპანეთიდან და იტალიიდან - ლინგარდს ახალი მსურველები ჰყავს

დიდი ჩავარდნის შემდეგ, ჯესი ლინგარდმა "ვესტ ჰემში" თავისი თავი იპოვა და "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუბრუნდა.

ჯესი კარგად გამოიყურება, რის გამოც "წითელი ეშმაკები" მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობენ, მაგრამ ჯერაც უშედეგოდ.

ჯესიმ "იუნაიტედის" წინადადებაზე უარი განაცხადა, მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ მას გარანტირებული სათამაშო დრო სურს.

28 წლის ნახევარმცველი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება, ამიტომ მას უამრავი ინგლისური თუ უცხოური კლუბი აკვირდება.

ESPN-ის ცნობით, ჯესის მსურველებს შორის "ბარსელონა" და "მილანიც" არიან, ორივე გუნდი განიხილავს ლინგარდის გადაბირებას.

როგორც "ბლაურანას", ასევე "როსონერის" ლინგარდის უფასოდ დამატება სურთ, 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

მათ გარდა, ლინგარდის დამატებას "ვესტ ჰემი" და "ნიუკასლი" ეცდებიან, თუმცა ჯერ ყველაფერი "იუნაიტედის" ხელშია.

1 კვირის წინ
124 / 0
George