რატომ ღეჭავდა სერ ალექსი მუდამ საღეჭ რეზინს - საინტერესო ისტორია

რატომ ღეჭავდა სერ ალექსი მუდამ საღეჭ რეზინს - საინტერესო ისტორია

სერ ალექს ფერგიუსონი და საღეჭი რეზინი - ერთმანეთისგან განუყოფელი ორი ნაწილი და ყველა ქომაგისთვის ნაცნობი წყვილი.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული შოტლანდიელი მწვრთნელი მატჩის დროს მუდამ მოიხმარდა საღეჭ რეზინს, თუმცა რა იყო ამის მიზეზი, ბევრმა არ იცის.

ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტის, ჯონ რიჩარდსონის ახალ წიგნში ვიგებთ, სადაც ის ფერგიუსონის შესახებ საინტერესო ისტორიებს და ამბებს იხსენებს.

"1986 წელს, ფერგიუსონის პირველი მატჩი იყო, გასვლაზე ოქსფორდის წინააღმდეგ. მატჩის წინა ღამეს სასტუმროში დავრჩით. ფეხბურთელებმა ივახშმეს, შემდეგ კი სერ ალექსი და მისი სტაფი შემოვიდა. ყველაფერი მოვაწესრიგე, ფეხბურთელები ოთახში ტელევიზორის საყურებლად გავუშვი, მე კი სამწვრთნელო გუნდს შევუერთდი. თავდაპირველად, რამდენიმე ჭიქა დავლიეთ, შემდეგ კი საჭმელი მივირთვით.

შევნიშნე, რომ ალექსი ხშირად ახველებდა. ვიფიქრე მას პრობლემა ჰქონდა და ვუთხარი, რომ ოთახში ავიდოდი, სამედიცინო ყუთს ავიღებდი და მისთვის რამე წამალს ვიპოვიდი. მან ამაზე უარი მითხრა. ფერგიუსონს ვთავაზობდი წამალს, მაგრამ არ სურდა და მეუბნებოდა, რომ მას ესე ხშირად ემართება. მოგვიანებით მივხვდი, ეს ნერვიულობის ბრალი იყო.

მოგვიანებით მან ხველა შეწყვიტა, თუმცა მატჩამდე 30 წუთით ადრე ისევ დაიწყო. კარიდორში სიარულისას გასახდელიდან მისი ნერვული ხველა ისმოდა. ის ძალიან თავდაჯერებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა ორგანიზმმა გაყიდა. 

ამ დროს მას პირველად შევთავაზე, რომ ნერვული ხველებისთვის რამე გამოეყენებინა. ამაში სასირცხვილო არაფერია. უამრავ დიდებულ ადამიანს უწევდა ნერვიულობის დამალვა. სხეულს ვერ აიძულებ, რომ შეჩერდეს.

მან საღეჭი რეზინის გამოყენება ჩემი რჩევით გადაწყვიტა. მატჩების დროს, ერთ მხარეს მე ვეჯექი, მეორე მხარეს კი არჩი ნოქსი. როდესაც ის ხველებას იწყებდა, მაშინვე ვთავაზობდით საღეჭ რეზინს.

რა ჯანდაბად მინდა საღეჭი რეზინი - მისი პირველი რეაქცია ეს იყო, თუმცა მაინც დათანხმდა და საბოლოოდ, ეს მისი ტრადიცია გახდა. ის ამით ხველებას აჩერებდა", - იხსენებს რიჩარდსონი.

1 კვირის წინ
329 / 0
George