სურთ თუ არა კონტეს და ზიდანს "იუნაიტედში" - მწვრთნელების პოზიცია

სურთ თუ არა კონტეს და ზიდანს "იუნაიტედში" - მწვრთნელების პოზიცია

ოლე გუნარ სულშერის ბოლო საათებმა ათვლა დაიწყო. დიდი ალბათობით,"მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელ მწვრთნელს გუნდიდან მალე გაუშვებენ.

ნორვეგიელი ოლდ ტრაფორდს დატოვებს, თუმცა ვინ შეცვლის მას, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა კანდიდატები გამოიკვეთნენ.

ანტონიო კონტე და ზინედინ ზიდანი - სულშერის მთავარ შემცვლელად სწორედ ამ ორ სპეციალისტს მოიაზრებენ მედიაში.

Telegraph-ის ინფორმაციით, როგორც იტალიელი, ასევე ფრანგი სპეციალისტი მზად არიან, რომ "იუნაიტედს" უხელმძღვანელონ, თუმცა არის მცირე პრობლემაც.

"მანჩესტერს" დიდად არ მოსწონს ანტონიოს კანდიდატურა, რადგან გუნდში ფიქრობენ, რომ მისი სტილი ინგლისური გრანდისთვის შეუფერებელია.

თავის მხრივ, ზიდანი დიდად არ ჩქარობს სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებას და მას მცირე პაუზა სჭირდება.

1 თვის წინ
585 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 45
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

რაფაელ ვარანი, პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ