ტენ ჰაგიც კანდიდატია - ერიკი "იუნაიტედს" ერთადერთ შემთხვევაში გაწვრთნის

ტენ ჰაგიც კანდიდატია - ერიკი "იუნაიტედს" ერთადერთ შემთხვევაში გაწვრთნის

ანტონიო კონტე, ზინედინ ზიდანი, ბრენდან როჯერსი და ახლა უკვე, ერიკ ტენ ჰაგი. ოლე გუნარ სულშერის პოტენციურ შემცვლელთა სია ძალიან იზრდება.

ფაბრისიო რომანოს თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურად ადევნებს თვალს ტენ ჰაგს და გუნდში მისი კანდიდატურა მოსწონთ.

ახალგაზრდა ნიდერლანდელმა შესანიშნავი "აიაქსი" ააწყო, ამსტერდამელები დაფრინავენ და ტენ ჰაგიც უკვე წლებია, მოთხოვნადი მწვრთნელია.

ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ "აიაქსის" მწვრთნელმა გუნდი სეზონის ბოლომდე დატოვოს, თუმცა, ამის გარდა მას მოთხოვნაც აქვს.

რომანომ გვიამბო, რომ ტენ ჰაგი ახალ კლუბს იმ პირობით შეუერთდება, თუ ამავე კლუბში სპორტულ დირექტორად მარკ ოვერმარსი დაინიშნება.

ერიკს კარგი ურთიერთობა აქვს ოვერმარსთან და მასთან ერთად ეფექტურად მუშაობს, ამიტომ განშორება არ სურს.

"იუნაიტედი" რამდენად დაუკმაყოფილებს მას ამ მოთხოვნას, ეს უკვე სხვა საქმეა.

1 თვის წინ
614 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 45
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

რაფაელ ვარანი, პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ