"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" მატჩის შემდეგ, ერთ-ერთ ქომაგს თავისი საქციელის გამო პრობლემა შეექმნა.
როგორც ცნობილია, "იუნაიტედის" ადგილობრივმა გულშემატკივარმა რობერტო ფირმინოს მაისური თხოვა, ბრაზილიელმა კი მას თხოვნა დაუკმაყოფილა.
"ლივერპულთან" 0-5 მარცხი ამ ქომაგისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რათა მეტოქე გუნდის ფეხბურთელისთვის მაისური არ ეთხოვნა.
მისმა ამ საქციელმა "წითელი ეშმაკები" გააღიზიანა და ქომაგებმა მისი საქციელი არ მოიწონეს.