"პატარა გოგო დიდი ოცნებით" - "იუნაიტედის" ქალთა გუნდის ვარსკვლავი

"პატარა გოგო დიდი ოცნებით" - "იუნაიტედის" ქალთა გუნდის ვარსკვლავი

ღრმა ჩასუნთქვა, ოლდ ტრაფორდის გვირაბში გავლა, ამწვანებულ მინდორზე პირველი შეხება, გარშემო გაწითლებული ტრიბუნები, ოცნებების თეატრის შეგრძნობა და ამჯერად, ღრმა ამოსუნთქვა. გოლი, გაქცევა სტრეფროდის ტრიბუნისკენ და გაგიჟებულ ქომაგებთან ერთად აღნიშვნა.

ალბათ, ამაზე უამრავ ინგლისელ და არამხოლოდ ინგლისელს ახალგაზრდა ბიჭს უფიქრია, მსგავსი ოცნება ჰქონდა ერთ-ერთ გოგონასაც.

"პატარა გოგონა დიდი ოცნებით", - ასე დაახასიათა საკუთარი თავი "მანჩესტერ იუნაიტედის ქალთა გუნდის ლიდერმა და შვიდიანმა, ინგლისელმა ელა ტუნიმ.

"იუნაიტედის" ქალთა გუნდს არც თუ ისე დიდი ისტორია აქვს და მცირე ხნის წინ, კერძოდ კი 2018 წელს დაარსდა, თუმცა კლუბი უკვე უმაღლეს დივიზიონშია.

ტუნი თავისი გმირის, კრიშტიანუ რონალდუს მსგავსად 7-ნომრიან მაისურს ატარებს და "იუნაიტედის" ქალთა გუნდს წინ მიუძღვება. მას უკვე აქვს ჩატარებული ყველაზე მეტი მატჩი და გოლების რაოდენობითაც რეკორდსმენია.

გასულ წელს, "წითელ ეშმაკებს" მხოლოდ 1 ქულა დააკლდათ, რათა ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრილიყვნენ, თუმცა ბრძოლა გრძელდება.

წელს, ელა ახალ დონეზე გადავიდა, კიდევ უფრო სტაბილურად გამოიყურება და 5 მატჩის შემდეგ, მის ანგარიშზე 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა ფიქსირდება. 22 წლის მოთამაშე გამორჩეული ვარსკვლავია და ცდილობს, რომ "იუნაიტედს" წარმატება მოუტანოს.

სტატისტიკის გარდა, ტუნი ყველაზე მეტად მაღალი ინტელექტის გამო ფასობს. ის კარგად კითხულობს შეხვედრას, აკონტროლებს ტემპს, უქმნის სივრცეებს, როგორც საკუთარ თავს, ასევე თანაგუნდელებს.

ელას კარგად შეუძლია ბურთის მჭიდრო სივრცეებში შენარჩუნება და როგორც მარკ სკინერი, გუნდის მწვრთნელი ამბობს - "ის პოულობს სივრცეს და გვსურს, რომ ის ხშირად ვიხილოთ ბურთით, რათა დავტკბეთ მისი ნიჭით."

"იუნაიტედში" ჩატარებული თვალსასეირო მატჩები უყურადღებოდ არ დარჩენილა და ელას ინგლისის ეროვნულ ნაკრებშიც უხმეს, თუმცა იქ ჯერ კიდევ ყველაფერი დასამტკიცებელი აქვს, რადგან "სამ ლომს" უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს.

ელას სანაკრებო დებიუტი მიმდინარე წლის თებერვალში შედგა და მოედანზე შემოსვლიდან რამდენიმე წუთში, პირველი გოლის გატანაც მოახერხა.

27 ოქტომბერს, რამდენიმე კვირის წინ, ელა ძირითად შემადგენლობაშიც მოხვდა და ინგლისის ნაკრების მაისურით ჰეთ-თრიქი შეასრულა. მან კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, თუ როგორი ნიჭის პატრონია.

ოლდ ტრაფორდზე და უემბლიზე დადგმული შოუები, ამაზე ალბათ ნებისმიერი კაცი ფეხბურთელი მოაწერდა ხელს, ტუნი კი უკვე შემოქმედია.

"შესანიშნავი გრძნობაა. პირველ გოლს აღვნიშნავდი, შემდეგ მეორე გავიტანე და ყველა მეუბნებოდა - შენ ჰეთ-თრიქისკენ მიიწევ. თამაშის დროს უბრალოდ გსურს, რომ გუნდს დაეხმარო", - თქვა ლიეტუვასთან გატანილი 3 გოლის შემდეგ ელამ.

სეზონის დაწყებამდე, "იუნაიტედმა" ოლდ ტრაფორდის გარეკანი განაახლა, სადაც ელაც მოხვდა, ის ამ ფაქტს ასე გამოეხმაურა.

"ერთ დროს, მე ვიყავი პატარა გოგონა დიდი ოცნებით.. მინდოდა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაში, რომელიც მთელი ცხოვრებაა მიყვარს. ახლა, ჩემი ფოტო ოცნებების თეატრშია, რა უნდა მოხდეს ამაზე კარგი?", - დაწერა ტუნიმ სოციალურ ქსელში.

ელას უკვე ძალიან ბევრი მსურველი ჰყავს, თუმცა ის "იუნაიტედზე" შეყვარებულია და ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ კლუბი დატოვოს.

ქალთა ფეხბურთის ზრდა კი გრელდება, დონე ძალიან იმატებს და სავარაუდოა, რომ მას მალე კიდევ უფრო მეტი მაყურებელი ეყოლება.

4 კვირის წინ
160 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 45
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

რაფაელ ვარანი, პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ