ბუმერანგის პრინციპი - რატომ უნდა თქვას გრინვუდმა უარი ინგლისის ნაკრებზე

ბუმერანგის პრინციპი - რატომ უნდა თქვას გრინვუდმა უარი ინგლისის ნაკრებზე

2018/19 წლების სეზონის მიწურულს, მეისონ გრინვუდმა აკადემიაში ჩატარებული შესანიშნავი მატჩების შემდეგ მიიღო შანსი, რომ ეთამაშა "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად გუნდში. ინგლისელი მინდორზე "კარდიფთან" მატჩისას გამოჩნდა, ქომაგებს თავი კარგად დაამახსოვრა და გუნდს პრე-სეზონზეც გაჰყვა.

მას შემდეგ, მეისონს პროგრესი არ შეუჩერებია და ეტაპობრივად, გუნდის ერთ-ერთ დამრტყმელ ძალად ჩამოყალიბდა. პირველ 2 სეზონში მან 10-გოლიან ნიშნულსაც გადააბიჯა, ახლა კი გუნდში ბევრად დიდი როლიც მიენიჭა.

ასეთი ფორმა გარეთ საუთგეითს შეუმჩნეველი არ დარჩენია და 2020 წლის სექტემბერში, გრინვუდს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში უხმეს. სადებიუტო მატჩი "ისლანდიასთან" ჩაატარა, მას შემდეგ კი "სამი ლომის" მაისურით აღარ უთამაშია - მიზეზი სკანდალია.

კოვიდ პანდემიის დროს, გრინვუდმა და ფილ ფოდენმა სასტუმროს ნომერში უცხო გოგონები დაპატიჟეს, რამაც მთელი მედია მოიცვა. ახალგაზრდა ინგლისელები გალანძღეს, არაპროფესიონალები უწოდეს და ჩამოწერეს. 

18 წლის გრინვუდისთვის ეს დიდი დარტყმა იყო, თუმცა მან მაინც მოიკრიბა ძალა, დაუბრუნდა მინდორს და ახლა ისე თამაშობს, როგორც არასდროს. ოლე გუნარ სულშერისთვის მეისი დასაყრდენი ძალაა, რის გამოც პრემიერ ლიგის 11 მატჩიდან 10-ჯერ ძირითად თერთმეტეულში დაასახელა და გრინვუდიც არ უცრუებს მას იმედებს.

მიუხედავად ამისა, ის ისევ არ არის საუთგეითის განაცხადში, რაზეც ინგლისის დამრიგებელს ჰკითხეს, მან კი განაცხადა, რომ გრინვუდის თხოვნით, მას მომდევნო წლამდე ნაკრებში არ უხმობენ.

როგორც აღმოჩნდა, მეისონს თავად აღარ სურს "სამი ლომის" მაისურის მორგება, მთავარი მიზეზი კი, ალბათ, რომ სწორედ გარეთ საუთგეითია.

სკანდალის შემდეგ, ინგლისის მწვრთნელმა გრინვუდი არ დაინდო, მედიასთან საუბრისას სასტიკად გააკრიტიკა და იმის მაგივრად, რომ მეისონი ბულინგისგან დაიცვა, თავად შეუწყო ამას ხელი, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელზე უარყოფითად აისახა.

საპირისპიროდ, ოლე გუნარ სულშერმა "იუნაიტედში" დაბრუნებული მეისონი არ გააკრიტიკა, მას გაესაუბრა, რჩევები მისცა და მოიქცა ისე, როგორც ნამდვილი მწვრთნელი უნდა იქცეოდეს - დაიცვა საკუთარი ფეხბურთელი.

ამიტომ, შეიძლება ვთქვათ, რომ გრინვუდი სწორად იქცევა, თუ მას არ სურს საუთგეითის ნაკრებში თამაში, რადგან ინგლისელმა სპეციალისტი მას ცუდად მოექცა. გარეთმა მიიღო ის, რაც დაიმსახურა - ვერ იყენებს, ამ დროისთვის, ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაში მყოფ ინგლისელ შემტევს.

კარმა.

3 კვირის წინ
240 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 45
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

რაფაელ ვარანი, პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ