პოჩეტინო: "პარიზში თავს ბედნიერად ვგრძნობ"

პოჩეტინო: "პარიზში თავს ბედნიერად ვგრძნობ"

"მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მაურისიო პოჩეტინო "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებულ ჭორებს შეეხო.

"მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს ვთამაშობდი და 12 წელია სამწვრთნელო საქმიანობაში ვარ. ჩვენ ბიზნესში ვართ, სადაც ჭორები ჩვეულებრივი ამბავია, მე ეს მესმის. 

მე ამ საკითხზე ვერ ვილაპარაკებ, მე ამ კლუბს პატივს ვცემ და რას აკეთებს ის კლუბი ჩემი საქმე არ არის. მთლიანად პსჟ-ზე ვარ კონცენტრირებული.

პარიზში თავს ბედნიერად ვგრძნობ და ფოკუსირებული ვარ, რომ კლუბს ჩემი ყველაფერი საუკეთესო მივცე. აქ ფეხბურთელიც ვიყავი და ეს კლუბი მიყვარს, მიყვარს გულშემატკივრები, აქ ყოფნისთვის შესანიშნავი დროა."- განაცხადა პოჩეტინომ.

1 კვირის წინ
70 / 0
Giorgi
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 45
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

რაფაელ ვარანი, პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ