კერიკი: "ეს გოლი სანჩოს უდიდეს მოტივაციას მისცემს"

კერიკი: "ეს გოლი სანჩოს უდიდეს მოტივაციას მისცემს"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგაზე "ვილიარეალის" წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, სადაც ჯეიდონ სანჩომ თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მაიკლ კერიკმა ჯეიდონ სანჩოს შესახებ გააკეთა კომენტარი.

"ეს გოლი სანჩოს უდიდეს მოტივაციას მისცემს, საერთო ჯამში მისი თამაში შესანიშნავი იყო. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, მას უდიდესი მომავალი აქვს.

მას უყვარს, როდესაც ბურთი ფეხთან აქვს, როცა ბურთი ფეხთან აქვს მის სახეზე ღიმილს ვხედავთ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რას აკეთებს ამ ბურთით."- განაცხადა კერიკმა.

6 დღის წინ
78 / 0
Giorgi
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 45
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

რაფაელ ვარანი, პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ