კერიკს და სულშერს შორის ძალიან დიდი უთანხმოება იყო - MEN

კერიკს და სულშერს შორის ძალიან დიდი უთანხმოება იყო - MEN

MEN-ის ინფორმაციით, ოლე გუნარ სულშერის გუნდიდან წასვლამდე, მასსა და მაიკლ კერიკს შორის დიდი უთანხმოება იყო.

ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, როგორც კერიკს, ასევე კირან მაკკენას 3-მცველიან ტაქტიკაზე სურდათ გადასვლა, ოლე კი 4-3-3 ფორმაციას უმიზნებდა.

ოლემ 3-მცველიანი ტაქტიკა "ლივერპულთან" მატჩში გამოიყენა, თუმცა სრულიად უშედეგოდ, მისი გუნდი 0-5 დამარცხდა.

გასულ მატჩში, გუნდს მაიკლ კერიკმა უხელმძღვანელა, თუმცა მან ჩვეულ 4-2-3-1 ფორმაციას მიმართა, მოგვიანებით კი 4-4-2 ტაქტიკაზე გადაეწყო.

ასევე, წყაროს ცნობით, გასახდელში არ მოსწონთ მაკკენას მეთოდები და ფეხბურთელები მას "სკოლის მასწავლებლად" თვლიან.

სავარაუდოა, რომ ახალი მწვრთნელის მოსვლასთან ერთად კერიკიც და მაკკენაც ადგილებს დაკარგავენ.

6 დღის წინ
281 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 45
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

რაფაელ ვარანი, პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ