ავღანეთში გამოწვრთნილი ჯარისკაცები - რონალდუს დაცვის ცნობილი წევრები

ავღანეთში გამოწვრთნილი ჯარისკაცები - რონალდუს დაცვის ცნობილი წევრები

კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიო დონის ვარსკვლავია და შესაბამისად, როგორც მისთვის, ასევე მისი ოჯახისთვის ქუჩაში დაცვის გარეშე გადაადგილება უსაფრთხო არ არის.

სწორედ ამიტომ, პორტუგალიელ ვარსკვლავს სერხიო და ხორხე რამალიერიოები, ავღანეთში სპეციალურად გამოწვრთნილი ჯარისკაცები იცავენ.

ავღანეთში მსახურების შემდეგ, მათ პორტუგალიის პოლიციაში გააგრძელეს მუშაობა და პოლიტიკოსებს იცავდნენ, ახლა კი კრიშტიანუს დაცვაზე არიან პასუხისმგებლები.

"სერხიოს და ხორხეს ჩვეულებრივად, ძალიან ელეგანტურად აცვიათ. მათ ეფექტურად შეუძლიათ ხალხში შერევა, თუმცა სწრაფად ფიქრობენ და გადაწყვეტილება მალევე იღებენ", - წერს Daily Mirror.

"რეალში" ყოფნის დროს, რონალდუს უსაფრთხოებაზე MMA-ს ყოფილი მებრძოლი, ნუნო მარეკოსი ზრუნავდა, ინგლისში დაბრუნების შემდეგ კი მან რამალიეროს ოჯახს მიმართა.

სერხიოს და ხორხეს დიდი გამოცდილება აქვთ, ფიზიკურად შესანიშნავად არიან მომზადებულები, რონალდუმ კი სწორედ ამიტომ დაიქირავა ისინი.

ძმები პორტუგალიაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ და მათ კარგად იცნობენ, რადგან ამ საქმეში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან.

6 დღის წინ
15584 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 45
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

რაფაელ ვარანი, პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ