შმეიხელი: "ეს კანდიდატი მანჩესტერისთვის შესანიშნავი დროებით მწვრთნელი იქნება"

შმეიხელი: "ეს კანდიდატი მანჩესტერისთვის შესანიშნავი დროებით მწვრთნელი იქნება"

ლეგენდარულმა მეკარემ პიტერ შმეიხელმა CBS-თან ინტერვიუში "მანჩესტერ იუნაიტედში" არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრა.

"მანჩესტერს ახლა ისეთი მწვრთნელი სჭირდება, რომელიც ფეხბურთელებზე ზეწოლას მოახდენს. ახალი ხმა, რომელიც მასიური ცვლილებების გარეშე გუნდს გააუმჯობესებს.

იმუშავებს დაცვაზე და ამდენ გოლს გუნდი აღარ გაუშვებს. მანჩესტერი ამდენ გოლს არ უნდა უშვებდეს და დროებითმა მწვრთნელმა პირველ რიგში ამას უნდა მიხედოს.

ვფიქრობ, რომ იუნაიტედს ახლა ისეთი მწვრთნელი სჭირდება, რომელიც კლუბს იცნობს და რომელსაც კლუბიც კარგად იცნობს. ჩემი აზრით, სტივ ბრიუსი შესანიშნავი კანდიდატია დროებითი მწვრთნელის პოზიციაზე."- განაცხადა შმეიხელმა.

6 დღის წინ
204 / 0
Giorgi
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 45
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

რაფაელ ვარანი, პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ