"მანჩესტერს" ახალი კანდიდატი ჰყავს - კლუბი მწვრთნელს უკვე დაუკავშირდა

"მანჩესტერს" ახალი კანდიდატი ჰყავს - კლუბი მწვრთნელს უკვე დაუკავშირდა

როგორც ძალიან სანდო ფრანგული გამოცემა L'Equipe იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედს" დროებითი მწვრთნელის პოზიციაზე ახალი კანდიდატი ჰყავს.

საუბარია ფრანგ სპეციალისტ რუდი გარსიაზე და წყაროს ცნობით "მანჩესტერი" მას უკვე დაუკავშირდა.

გარსია თავის სამწვრთნელო კარიერაში წვრთნიდა "ლილს", "ლიონს", "მარსელს" და "რომას". მან 2010/2011 წლების სეზონში "ლილთან" ერთად საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

L'Equipe იმასაც აღნიშნავს, რომ გარსია მაინც არ არის "მანჩესტერის" ფავორტი კანდიდატი და კლუბი ჯერ სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.

6 დღის წინ
240 / 0
Giorgi
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 45
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

რაფაელ ვარანი, პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ