BREAKING: "იუნაიტედმა" ახალ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია!

BREAKING: "იუნაიტედმა" ახალ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია!

ყველაზე გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ახალ მწვრთნელს უკვე მიაგნო.

ინგლისურმა კლუბმა შეთანხმებას მიაღწია გერმანელ სპეციალისტთან, რალფ რაგნიკთან, რომელიც ამჟამად რუსეთში მუშაობს.

რაგნიკი მოსკოვის "ლოკომოტივის" სპორტული დირექტორია და სულ მალე, ის "იუნაიტედის" დროებითი მწვრთნელი გახდება.

რაგნიკი 6-თვიან კონტრაქტს გააფორმებს, როგორც მწვრთნელი, შემდეგ კი 2 წლით გუნდში უფრო მაღალ პოზიციას დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ "ლაიფციგის" აღმავლობა სწორედ რაგნიკს უკავშირდება.

1 თვის წინ
2021 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 276
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ