მთავარი მიზეზი რის გამოც "მანჩესტერმა" პოჩეტინო არ დაიქირავა

მთავარი მიზეზი რის გამოც "მანჩესტერმა" პოჩეტინო არ დაიქირავა

როგორც ფრანგული გამოცემა Telefoot იუწყება, "პსჟ"-მ "მანჩესტერ იუნაიტედს" მთავარი პირობა დაუსახელა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც შეძლებდა მაურისიო პოჩეტინოს წაყვანას.

ფრანგულმა კლუბმა ნათლად განუცხადა "იუნაიტედს", რომ მათ პოჩეტინოს სანაცვლოდ 17 მილიონი უნდა გადაეხადათ, როგორც კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა, რომელიც პოჩეტინოს "პსჟ"-სთან 2023 წლამდე აკავშირებს.

ასევე ფრანგულ მხარეს სურდა დარწმუნება, რომ პოჩეტინოს წასვლის შემთხვევაში კლუბს ზინედინ ზიდანი ჩაიბარებდა.

არ არის გამორიცხული, რომ ზაფხულში "მანჩესტერი" კვლავ დაუბრუნდეს პოჩეტინოს ვარიანტს, როდესაც რალფ რანგნიკი თავის სამწვრთნელო პერიოდს ამოწურავს.

1 თვის წინ
226 / 0
Giorgi
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 276
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ