დასაფასებელი ჟესტი - რას გეგმავენ "იუნაიტედის" ქომაგები მომდევნო მატჩისთვის

დასაფასებელი ჟესტი - რას გეგმავენ "იუნაიტედის" ქომაგები მომდევნო მატჩისთვის

ოლე გუნარ სულშერმა "მანჩესტერ იუნაიტედი" ნამდვილად ვერ დატოვა ისე, როგორც ამას თავად ისურვებდა.

ნორვეგიელი გაშვებას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ, საბოლოოდ კი მან გუნდი "უოტფორდთან" მარცხის შემდეგ მიატოვა.

სტრეტფორდის ტრიბუნის ქომაგებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს პოსტი, რომლის თანახმადაც, ისინი ოლეს "გაცილებას" აპირებენ.

"ჩვენ ვესალმებით ოლდ ტრაფორდზე ახალ მწვრთნელს, თუმცა ხუთშაბათს პატივი უნდა ვცეთ უკვე გაშვებულსაც.

ოლე იყო ლეგენდარული ფეხბურთელი და ის კლუბს პროგრესში დაეხმარა. მას საკადრისი მადლობა ვერ გადავუხადეთ, ამიტომ მომდევნო მატჩში 20LEGEND-ის ბანერს გამოვაფენთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ასე რომ, "არსენალთან" მატჩის დაწყებამდე, ქომაგები ოლეს ამ ბანერით გადაუხდიან მადლობას.

1 თვის წინ
120 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 276
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ