ცნობილია: რა თანხას გამოუყოფენ რანგნიკს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

ცნობილია: რა თანხას გამოუყოფენ რანგნიკს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

რალფ რანგნიკი ოფიციალურად გახდა "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, თუმცა, მიუხედავად ამისა, მას ჯერ კიდევ მოუწევს ლოდინი, რათა მუშაობას შეუდგეს.

ამის მიზეზი კი სამუშაო ვიზაა, რომელიც გერმანელმა ჯერ კიდევ ვერ მიიღო და თუ ბრიტანულ მედიას დავუჯერებთ, დეკემბრის შუა რიცხვებამდე ვერც მიიღებს.

რალფი მაინც აქტიურად ჩაება საქმეებში და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შემადგენლობის გაძლიერებას შეეცდება.

The Times-ის ინფორმაციით, "იუნაიტედი" მზად არის, რომ ზამთარში რანგნიკს რამდენიმე ტრანსფერი დაუფინანსოს, მოსალოდნელი თანხა კი 50-60 მილიონია.

ცნობილია ისიც, რომ 63 წლის გერმანელს "ლაიფციგის" ნახევარმცველის, ამადუ ჰაიდარას დამატება სურს, რომლის გამოსასყიდი თანხაც 33 მილიონი ფუნტია.

სავარაუდოა, რომ გუნდი მარჯვენა მცველის მოყვანაზეც იფიქრებს, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის.

1 თვის წინ
357 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 276
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ