რანგნიკის მოყვანის მთავარი მიზეზი!? - "იუნაიტედს" მეგა გეგმა აქვს

რანგნიკის მოყვანის მთავარი მიზეზი!? - "იუნაიტედს" მეგა გეგმა აქვს

ჯერ მწვრთნელი, შემდეგ კონსულტანტი - რალფ რანგნიკმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ასეთი შეთანხმება დადო და ახლა, სამუშაო ვიზის მიღების მოლოდინშია.

63 წლის გერმანელი დათანხმდა ინგლისში მუშაობას და როგორც გავიგეთ, "იუნაიტედის" მთავარი სამიზნეც სწორედ ის იყო.

მედიაში ბევრი იწერება იმის შესახებ, თუ რატომ სურდა "მანჩესტერს" რალფის აყვანა, ბოლო დროს კი საინტერესო ინფორმაციამაც გაჟონა.

რანგნიკი ცნობილია, როგორც "მოლაპარაკებების ოსტატი", რაც მან მრავალგზის დაამტკიცა "ჰოფენჰაიმში", "ლაიფციგსა" თუ "ზალცბურგში".

სწორედ ამიტომ, "წითელი ეშმაკები" ფიქრობენ, რომ რანგნიკის დახმარებით ისინი მოახერხებენ ერლინგ ჰოლანდის გადაყვანას.

თავის დროზე, ერლინგი "ზალცბურგში" სწორედ რალფმა მიიყვანა, ახლა კი მას ნორვეგიელის ინგლისში გადაყვანას მოსთხოვენ.

რა გამოვა, ამას 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გვიჩვენებს.

1 თვის წინ
387 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 276
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ