რანგნიკი უკვე გაანაწყენეს - "მანჩესტერმა" რალფს პირველივე პირობა დაურღვია

რანგნიკი უკვე გაანაწყენეს - "მანჩესტერმა" რალფს პირველივე პირობა დაურღვია

უკვე ინგლისში ჩაფრენილი და ოფიციალურად წარდგენილი რალფ რანგნიკი სამუშაო ვიზას ელოდება, რათა "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა დაიწყოს.

"ლაიფციგის" ყოფილი დამრიგებელი ოლდ ტრაფორდზე გადასვლას დათანხმდა, თუმცა მას თავიდანვე ჰქონდა რამდენიმე მოთხოვნა გუნდთან მიმართებაში.

ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა კი ის იყო, რომ "იუნაიტედში" რანგნიკთან ერთად მისი ყოფილი თანაშემწე, ლარს კორნეტკა უნდა გადასულიყო.

თითქოს, ყველაფერი ამისკენ მიდიოდა, თუმცა "ლოკომოტივმა" დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ რანგნიკის პოზიციას სწორედ კორნეტკა დაიკავებს.

ასე რომ, "მანჩესტერმა" ვერ შეძლო რალფისთვის მიცემული სიტყვის დაცვა და გუნდში კიდევ ერთი გამოცდილი გერმანელი მწვრთნელის მოყვანა.

მგონი რომ, ურთიერთობა არც თუ ისე სახარბიელოდ იწყება.

1 თვის წინ
843 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 276
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ