რატომ იყო რონალდუ "ჩელსისთან" სათადარიგოთა სკამზე - მიზეზი გაირკვა

რატომ იყო რონალდუ "ჩელსისთან" სათადარიგოთა სკამზე - მიზეზი გაირკვა

მაიკლ კერიკმა "ჩელსისთან" მატჩისთვის ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და კრიშტიანუ რონალდუ სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

შეხვედრის დაწყებამდე, კერიკმა მედიას განუცხადა, რომ რონალდუმ ამის შესახებ იცოდა და პორტუგალიელმა ეს ფაქტი მშვიდად მიიღო.

მაიკლმა არ დააკონკრეტა, თუ რა იყო კრიშტიანუს სკამზე დატოვების მიზეზი, თუმცა მედიაში ეს ინფორმაცია უკვე ცნობილი გახდა.

როგორც The Telegraph გვატყობინებს, რონალდუ გადაღლილი იყო და მას არ შეეძლო ასეთ ინტენსიურ მატჩში მინდორზე 90 წუთის გატარება.

"არისტოკრატებთან" მატჩამდე 4 დღით ადრე, "ვილიარეალის" წინააღმდეგ რონალდუმ 91 წუთი ითამაშა, ამიტომ მას დასვენება სჭირდებოდა.

საბოლოოდ კი კერიკმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და 36 წლის მოთამაშე სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

მედიაში იწერება, რომ ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია რალფ რანგნიკმაც.

1 თვის წინ
305 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 276
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ