უცნაური აკრძალვა - რანგნიკი "მანჩესტერში" ახალ კანონს შემოიღებს!?

უცნაური აკრძალვა - რანგნიკი "მანჩესტერში" ახალ კანონს შემოიღებს!?

რალფ რანგნიკს ჯერ კიდევ არ დაუწყია "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობა, ამის მიზეზი კი სამუშაო ვიზის არ ქონაა, თუმცა გერმანელი მაინც ახერხებს მცირე დეტალების გავლას.

ჯერ იყო და კარინგტონში საათის დაყენების შესახებ გავიგეთ, ახლა კი რალფი მორიგი კანონის შემოღებაზე ფიქრობს.

Marca-ს ცნობით, რანგნიკმა "ლაიფციგში" დააწესა, რომ ფეხბურთელები ვარჯიშზე არა პირადი, არამედ კლუბის მიერ გამოყოფილი ავტომობილებით უნდა მისულიყვნენ.

ესპანური გამოცემა ფიქრობს, რომ 63 წლის გერმანელი იგივეს "მანჩესტერ იუნაიტედშიც" გააკეთებს და ფეხბურთელებს ინდივიდუალური ავტომობილებით მოძრაობას აუკრძალავს.

ეს ყველაზე მეტად კრიშტიანუ რონალდუს არ მოეწონება, რომელსაც ძვირადღირებული ავტოფარეხი აქვს და უამრავი ძვირფასი ავტომობილის მფლობელია.

ხოლო რას ემსახურება რანგნიკის ეს კანონი თუ წესი, რთული სათქმელია.

1 თვის წინ
719 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 276
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ